სპეციალისტები

დალი ჩაგანავა

მენეჯერი

სილამაზის ცენტრის მენეჯერი - გოგონა, რომელიც მუდამ ღიმილით ეგებება ჩვენს მომხმარებლებს და იდეალური სიზუსტით უგეგმავს ვიზიტებს.

სოფო სულაკაძე

სტილისტი

სტილისტი-კოლორისტი, რომელიც ამ საქმეს უკვე 17 წელია ემსახურება. ნოუ ჰაუში გახსნის დღიდან მუშაობს და ჩვენი მომხმარებლების მოხდენილ ვარცხნილობაზე ზრუნავს.

ასია არუთუნიანი

სტილისტი

უნივერსალი მრავალწლიანი გამოცდილებით. ასია დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა და არასოდეს უცრუებს იმედებს მომხმარებლებს. მუდამ ფეხდაფეხ მიჰყვება ახალ ტენდენციებს თმის მოვლის სფეროში და წარმატებით იყენებს თავის საქმიანობაში.

ლერი ბექაური

სტილისტი

ნოუ ჰაუს ყველაზე ექსტრავაგანტული და ქარიზმატული თანამშრომელი! ლერი მომხმარებლების სილამაზეზე და განწყობაზე თანაბრად ზრუნავს უკვე 20 წელია :) ქალისა და მამაკაცის ვარცხნილობა, თმის ქიმიური დახვევა, წვერის მოდელირება, ბავშვების ვარცხნილობის ორიგინალური დიზაინი - ჩვენი პროფესიონალი სტილისტის სპეციალიზაციაა.

თიკო ესაძე

სტილისტი

პროფესიონალი სტილისტი, რომლის შესრულებული საქორწინო და საღამოს ვარცხნილობები ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს თუმცა, ეს არ გახლავთ თიკოს შესაძლებლობების ზღვარი: მას უზადოდ გამოსდის ქალის, მამაკაცისა და საბავშვო თმის შეჭრა, აფრიკული ნაწნავები, ომბრე და თმის კერატინით გასწორება.

ინგა ჯოლოგუა

ფრჩხილის ლაქის სპეციალისტი

ადამიანი, რომელსაც თამამად შეგიძლიათ ანდოთ თქვენი ხელები. ინგა პროფესიონალურად შეგირჩევთ ფრჩხილების ფორმას, ფერს და შეასრულებს თქვენთვის სასურველ ნებისმიერი სირთულის დიზაინს.

თამარ მაჭარაშვილი

ვიზაჟის სპეციალისტი

პროფესიით მხატვარი. სწორედ მხატვრული ხედვის წყალობით, მისი შესრულებული ვიზაჟი მუდამ შეუდარებელია. ფანტაზიის უშრეტი წყარო, ზომიერების შეგრძნება და ნაკვთების სწორად გამოკვეთა - სწორედ ამ ფაქტორების შერწყმით იქმნება თამოს თითოეული შედევრი.

ლონდა გეწაძე

ტატუ არტისტი

ტატუ არტისტი, რომელიც ნებისმიერი სირთულის ტატუს ზედმიწევნით ასრულებს.

ხათუნა თხელიძე

დიასახლისი

ნოუ ჰაუს დიდი ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი, რომლის გარეშეც ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა წარმოუდგენელია. ხათუნა ზედმიწევნით ზრუნავს იდეალურ სისუფთავესა და წესრიგზე, რაც მუდამ თვალშისაცემია ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის.

სოფო მურვანიძე

მენეჯერი

ესთეტიკის ცენტრის მენეჯერი. სოფო კომუნიკაბელურობითა და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა, დეტალურად აწვდის ინფორმაციას ჩვენი მომსახურებების შესახებ ნოუ ჰაუს მომხმარებელს.

ნინო ოთარაშვილი

დერმატო-ვენეროლოგი

კვალიფიციური ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, რომელიც ჩვენს ცენტრში ესთეტიკური დერმატოლოგიის განხრით მოღვაწეობს.

ქეთი ჭულუხაძე

დერმატო-კოსმეტოლოგი

ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი, ინექციონისტი, ლაზეროთერაპევტი. 11- წლიანი გამოცდილებისა და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომის წყალობით, ქეთის კმაყოფილი პაციენტების რიცხვი დღითიდღე იზრდება :)

თამარ ჭითანავა

გინეკოლოგი

ექიმი-გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, ქირურგი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით. ქალბატონი თამარი ჩვენს ცენტრში ესთეტიკური გინეკოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს.

ტატა კვაჭანტირაძე

კოსმეტოლოგი

უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექიმი კოსმეტოლოგი, რომელიც ამ სფეროში უკვე 13 წელია მოღვაწეობს. ტატა ზრუნავს ჩვენი მომხმარებლების კანის სიჯანსაღესა და სილამაზეზე: სახის წმენდა, კანის დატენიანება, აკნესა და როზაცეას მკურნალობა - ეს გახლავთ იმ პროცედურების არასრული ჩამონათვალი, რასაც ტატა ჩვენს ცენტრში ატარებს.

თეა ჯიბუტი

კოსმეტოლოგი

კოსმეტოლოგი, ელექტროეპილაციის სპეციალისტი. თეას პროფესიონალიზმისა და ნოუ ჰაუს უახლესი აპარატურის წყალობით, ერთი შეხედვით მტკივნეული პროცედურა სრულიად უმტკივნეულოდ, კანის გაღიზიანებისა და ნაწიბურების დატოვების გარეშე ტარდება.

იულია ზახაროვა

კოსმეტოლოგი

ექიმი-კოსმეტოლოგი, მოწვეული სპეციალისტი უკრაინიდან. იულიას სპეციალიზაცია მოიცავს: სახის კანის მოვლას, წარბის მიკრობლეიდინგს, წარბისა და ტუჩის პერმანენტულ მაკიაჟს, სახის მასაჟს.

ხათუნა ჯავახაძე

ლაზერო-თერაპევტი

ექიმი, ლაზეროთერაპევტი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით. მისი პროფესიონალური მიდგომა თითოეული პაციენტისადმი და ჩვენი ცენტრის უახლესი აპარატურა ჭარბთმიანობასთან ბრძოლაში გარანტირებულ შედეგს იძლევა!

მაია ლაგვილავა

ლაზერო-თერაპევტი

ლაზეროთერაპევტი, რომელიც ქალთა ესთეტიკურ სილამაზეზე მრავალი წელია ზრუნავს. მაიამ პროფესიული საქმიანობა საზღვარგარეთ დაიწყო და წარმატებით აგრძელებს ჩვენს ესთეტიკის ცენტრში.

ლიკა გაბოშვილი

დიასახლისი

ნინო შანიძე

მასაჟისტი

ნოუ ჰაუში გახსნის დღიდან მუშაობს. ასრულებს ლიმფის მანუალურ დრენაჟს; საკორექციო, სარელაქსაციო და ანტიცელულიტურ მასაჟს, როგორც ხელით, ასევე სპეციალური მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით.